ავღანეთში, ბამიანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა სამი ესპანელი ტურისტი მოკლეს
ავღანეთში, ბამიანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა სამი ესპანელი ტურისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.
„მოკლულია ერთი ავღანელი და სამი უცხოელი ტურისტი“, – განაცხადეს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ასევე სროლის შერდეგად, დაჭრილია კიდევ ოთხი უცხოელი და სამი ავღანელი.
ბამიანში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბუდას ორი გიგანტური ქანდაკების ნაშთები, რომელიც თალიბებმა 2001 წელს ააფეთქეს.