„ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ფაქტებზე, მიუღებელია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სჯერა, რომ ყველა ძალადობრივი ფაქტი გამოძიებული იქნება.
„მე ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ფაქტებზე, ინციდენტებზე, რომელიც რა თქმა უნდა, თავის მხრივ გამოძიებას საჭიროებს და მჯერა, რომ ყველა ეს ძალადობრივი ფაქტი გამოძიებული იქნება, არის მიუღებელი. ვინ გველაპარაკება ჩვენ, რომელი ძალა გვესაუბრება, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა, კლავდა, ხოცავდა, აწამებდა და საშინელება ხდებოდა?!“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.