18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა

კასპის მუნიციპალიტეტში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოცეკვავეებმა მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ, მერაბ კოსტავას  სახელობის ქუჩიდან დაიწყო და გიორგი სააკაძის  სახელობის სკვერში დაასრულა.

მსვლელობაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები: „რკონი“, „დიდგორი“, „ქართლი“ და „იმედი“, რომლებიც შემდეგ სოფელ სასირეთში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელ-მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას შეუერთდნენ.

ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაწესდა, რომლის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.

 

ასევე იხილეთ