CNN: რუსეთს წინსვლა აქვს საზღვრისპირა რეგიონში
“მოსკოვმა ჩრდილოეთ უკრაინაში შეტევები გააძლიერა”, – ამის შესახებ CNN წერს და საზღვრისპირა რეგიონში რუსეთის წინსვლაზე მიუთითებს.
„გასულ კვირას, მან ომის ბოლო ორ წელში ყველაზე მოულოდნელი ოპერაცია წამოიწყო, გადაკვეთა რა ჩრდილოეთ საზღვარი იმისთვის, რომ განაახლოს ხარკოვის – ქვეყნის მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქის ხელში ჩაგდების მცდელობები“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა უკრაინელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რუსულმა ძალებმა საზღვრისპირა ქალაქ ვოვჩანსკში ათობით მშვიდობიანი მცხოვრები ჩაიგდეს ტყვედ.
„მაღალ თანამდებობაზე მყოფი რეგიონალური პოლიციელი რუსეთს ტყვეების „ცოცხალ ფარად“ გამოყენებაში სდებს ბრალს“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
რუსი სამხედროების მტკიცებით, ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ვოვჩანსკის მიმდებარე სოფლებს აკონტროლებენ, რის გამოც, მშვიდობიან მოქალაქეებს სახლების დატოვება და გაქცევა უწევთ.