რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქს თავს დაესხნენ
უკრაინული მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქს თავს დაესხნენ. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და 8 კერძო სახლი. ასევე, ერთ-ერთი საწყობი, ავტოფარეხი და 4 კერძო მანქანა.