top_leaderboard

ლევან შენგელია: ვიცით, რომ ურთულესი თამაში იქნება და შეცდომები არ უნდა დავუშვათ

„ის მუხტი, რაც საქართველოში და გუნდშია, გარდა ამისა, ხარისხი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოგებაზე ვითამაშოთ, დაველოდებით ჩვენს შანსებს”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლევან შენგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ურთულესი თამაში იქნება და შეცდომები არ უნდა დაუშვან.

„მწვრთნელთან არ მისაუბრია ჩემი თამაშის შესახებ, მაგრამ პირველივე დღიდან ვემზადებოდი თამაშისთვის და თუ მომეცემა ამის საშუალება, მზად ვარ თამაშისთვის. რა თქმა უნდა, განვიხილეთ პორტუგალია, ყველამ ვიცით, როგორი ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ის მუხტი, რაც საქართველოში და გუნდშია, გარდა ამისა, ხარისხი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოგებაზე ვითამაშოთ, დაველოდებით ჩვენს შანსებს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ, იმედიანად ვართ, პლუსების გამოყენებას ვეცდებით. ვიცით, რომ ურთულესი თამაში იქნება და შეცდომები არ უნდა დავუშვათ“, – აღნიშნა შენგელიამ.

ასევე იხილეთ