ედიშერ გვენეტაძე: არა მარტო ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არამედ საქართველოს იავარქმნას უეჭველად ეთანხმებიან და დაეთანხმებიან მომავალშიც, ოღონდაც სათანადო საფასურის სანაცვლოდ აქაური ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები
„სავსებით მართალია ბ-ნი მამუკა მდინარაძე, რომ საქართველო არასოდეს დაეთანხმება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას! მაგრამ არა მარტო ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არამედ საქართველოს იავარქმნას უეჭველად ეთანხმებიან და დაეთანხმებიან მომავალშიც, ოღონდაც სათანადო საფასურის სანაცვლოდ აქაური ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები”, – ასე შეაფასა ექსპერტმა ედიშერ გვენეტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის მოწოდებას ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ.
მისი თქმით, ოპოზიციონერები, სინამდვილეში, მეხუთე კოლონის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს გაურბიან.
„სავსებით მართალია ბ-ნი მამუკა მდინარაძე, რომ საქართველო არასოდეს დაეთანხმება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას!
მაგრამ არა მარტო ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არამედ საქართველოს იავარქმნას უეჭველად ეთანხმებიან და დაეთანხმებიან მომავალშიც, ოღონდაც სათანადო საფასურის სანაცვლოდ აქაური ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები: ბოკუჩავები, მელიები, გვარამიები, ჭიჭიკო ვაშაძეები, პატიკოები, გუბაზები, შალიკოები, რომლებიც, როგორც ჩანს, მათი ქცევებიდან გამომდინარე, ან თვითონ არიან ლგბტ თემის აქტიური წევრები და ამ დრომდე ერიდებოდათ ამის გამხელა! ან კიდევ საკუთარი შთამომავლობა სურთ, გახადონ ლგბტ თემელები და ნიადაგს უმზადებენ მათ „დაკანონებულ” ერთნაირსქესიანთა ქორწინებისათვის!
ამის თქმის მყარ საფუძველს გვაძლევს ის, რომ ეს ე.წ. ოპოზიციონერები, სინამდვილეში, მეხუთე კოლონელები, იგივე ტროცკისტები, ისე გაურბიან მათდამი დასმულ კითხვებს.
სხვა, მესამე ვარიანტი არ არსებობს! ამიტომაც შეგახსენებთ, პატივცემულო ე.წ. ოპოზიციონერ-მეხუთე კოლონელებო!
საკუთარ ოჯახებში და ერთმანეთთან ურთიერთობებში, დაგუდულად რაც გსურთ, ის აკეთეთ და რა პროპაგანდაც გნებავთ, ერთმანეთთან ის ატარეთ!
არავინ არ გიშლით! აი, საქართველოს და მომავალ თაობას კი შეეშვით!
თორემ…” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.