top_leaderboard

„ნაპოლის“ პრეზიდენტი: ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კლუბში დარჩება.

„კვარასთან არანაირი პრობლემა არ არის, რადგან კონტრაქტი გვაქვს“, – განაცხადა დე ლაურენტისმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ შევთავაზებთ ახალ კონტრაქტს, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ“, – დასძინა მან.

მანამდე „ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კლუბში რჩება.

„ხვიჩა კვარაცხელია რჩება. რაღაც ეჭვებს ვგრძნობ. ვიმეორებ, არ უნდა გქონდეთ [ეს ეჭვები]. ამაზე ძალიან კატეგორიული ვიყავი“, – აღნიშნა ანტონიო კონტემ.

ასევე იხილეთ