top_leaderboard

რევაზ ჩელებაძე: გავიხსენებ ჩემს თამაშს ბრაზილიის ნაკრებთან ბრაზილიაში – რომ ჩავედით, გულგახეთქილი ვუყურებდით, ამათთან რა უნდა გავაკეთოთო და მოვიგეთ 2:1 და წამოვედით

„ბედნიერებაა, ჩვენ უკვე გამარჯვებული ვართ, ჩვენ ევროპაზე ვართ“, – ასე შეაფასა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ნაკრების წარმატება.

„უკვე მოხდა სასწაული და ვიმყოფებით ევროპაზე. თუკი უფალმა ინება და დღეს გავიმარჯვებთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე გავიხსენებ ჩემს თამაშს ბრაზილიის ნაკრებთან ბრაზილიაში. რომ ჩავედით, გულგახეთქილი ვუყურებდით, ამათთან რა უნდა გავაკეთოთო და მოვიგეთ 2-1 და წამოვედით. ასევე შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრებმა ლამაზად, წყნარად, ლამაზ სტილში დაამარცხოს ჩვენი ძვირფასი რონალდუ და პორტუგალიის ნაკრები. მინდა, მთელ საქართველოს ბედნიერი დღე ვუსურვო“, – აღნიშნა რევაზ ჩელებაძემ.

საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული გუნდების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება. ჩვენს გუნდს მერვედფინალში გასასვლელად გამარჯვება სჭირდება.

ასევე იხილეთ