top_leaderboard

რობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა! მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა!

„შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივიბით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით და მათ ამით თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

ჩვენ დაცვის სტრუქტურაზე ვიმუშავეთ, გვსურდა, მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენ რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. VAR არათანმიმდევრული იყო. საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა!” – ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა.

ასევე იხილეთ