top_leaderboard

გიორგი წიტაიშვილი: საქართველომ აჩვენა, რომ დიდ ტურნირებზე თამაში შეუძლია და აქ დამსახურებულად ვართ

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების პირველი და ისტორიული გამარჯვება გიორგი წიტაიშვილმა შეაფასა:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხალხს, ვინც აქ მოვიდა. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ შეძლეს და ჩამოვიდნენ. ეს იყო ჩვენი მადლობა, მათთვის ვინ აქ ჩამოვიდა, გვიყურებდა, გვერდში გვედგა და სჯეროდა ჩვენი.

მოედანზე არანაირად არ იგრძნობოდა, რომ პორტუგალიელები ძალების დაზოგვით თამაშობდნენ. პირიქით, მათი მთავარი ვარსკვლავი გაღიზიანებული იყო, რომ თამაში არ მისდიოდათ. ჩვენ კი ყველაფერი ჩავდეთ ამ გამარჯვებაში, რომ ხალხი ისევ გაგვეერთიანებინა. ისევ 26 რიცხვს დაემთხვა და მგონი, ყველაზე კარგი რიცხვია, რაც შეიძლება იყოს. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, რადგან ეს ისტორიული გამარჯვებაა.

ჩვენთვის ყველა თამაში ფინალივით იყო, ხვლიდან კი ესპანეთთან ჩასატარებელ მატჩზე ვიფიქრებთ. ყველას ეგონა, რომ საქართველო უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული, მაგრამ საქართველომ აჩვენა, რომ დიდი ტურნირებზე თამაში შეუძლია და აქ დამსახურებულად ვართ“.

ასევე იხილეთ