მამუკა მდინარაძე: იქნება დეზინფორმაცია, იქნება ჩვენზე ზეწოლა, იქნება იმისი მცდელობა, რომ საქართველო მართოს აგენტურამ, მაგრამ საქართველოს მართავს მისი ამაყი, დამოუკიდებელი ხელისუფლება და ამას ვერაფერი დაუდგება წინ
„იქნება დეზინფორმაცია, იქნება ჩვენზე ზეწოლა, იქნება იმისი მცდელობა, რომ საქართველო მართოს აგენტურამ – საქართველოს მართავს მისი ამაყი, დამოუკიდებელი ხელისუფლება და ამას ვერაფერი დაუდგება წინ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველო ამაყად და ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
„ჩვენ წარსულის გამოცდილებით ვიცით, რომ გვეუბნებოდნენ სხვა რაღაცებს, სხვა რაღაცები უნდა გვეკეთებინა იმისათვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და არ ვაკეთეთ ეს რაღაცები, ორ ფეხზე მყარად დავდექით, ამაყად ვიბრძოლეთ, როგორც გუშინ მაგალითად ჩვენმა ბიჭებმა, გავიმარჯვეთ და ასე მოვიპოვეთ ბრძოლით კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასე მოხდება მომავალშიც, ჩვენ უსამართლოდ რაღაცებს გვეტყვიან, ვიღაცები დაგვემუქრებიან, რაღაცები მოხდება, მაგრამ სიმართლე არის ერთი და ამ სიმართლეს ვერაფერი დაუდგება წინ – ამაყად და ღირსებით ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები, ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“, – განაცხადა მდინარაძემ.