რევაზ ჩელებაძე: ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, იგი მსოფლიოს საუკეთესო 3 მეკარეს შორის შედის…
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ საერთაშორისო მედიასთან ისაუბრა და მთავარი ყურადღება გიორგი მამარდაშვილზე გაამახვილა.
„წარმოუდგენალია ის ყველაფერი, რასაც გიორგი მამარდაშვილი აკეთებს. ის დონარუმას დონეზე თამაშობდა, თუმცა დონარუმასაც ვეღარ შევადარებ, რადგან ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. საუკეთესო თუ არა, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, იგი მსოფლიოს საუკეთესო 3 მეკარეს შორის შედის. მამარდა შესანიშნავი მეკარეა. ვფიქრობ, რომ კარიერის ბოლოს მინიმუმ დასაევის დონეზე იქნება, დასაევი კი რამხელა დონისა და რანგის მეკარე იყო, ალბათ კარგად გემახსოვრებათ. უბრალოდ ნახეთ, როგორ თამაშობს გიორგი კარის ხაზზე. როცა ასეთი მეკარე გყავს გუნდში, ყველა სხვანაირად თამაშობს. ყველას ესმის, რომ შენი კარები უსაფრთხოა…”
შეგახსენებთ, რომ რინატ დასაევი საბჭოთა კავშირის მეკარე იყო და იმ პერიოდში მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ იყო აღიარებული.
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.