ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა – გიორგი ქინქლაძემ, პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და საქართველოს ნაკრებს მადლობა გადაუხადა.
„თუ სიზმარია, გაღვიძება არ მინდა! დაუჯერებელია! საქართველო პლეიოფში გავიდა!
მთელმა ერმა გამოავლინა დაუზარელი სული, შრომა და ურყევი რწმენა. თქვენმა თავდადებამ ერი შთააგონა. თქვენი მხარდაჭერა ამ მოგზაურობის გულისცემა იყო (მიმართავს გულშემატკივრებს).
ჩვენ ერთად ვაჩვენეთ, რომ ოცნებები შეიძლება რეალობად იქცეს.
მიდი საქართველო!”