მიხეილ ყაველაშვილი: ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თქმით, ფრთხილად უნდა იყვნენ საქართველოს ნაკრებთან – მათ შიში გაუჩნდათ, რომ საქართველომ შეიძლება ისინი დაამარცხოს – ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ

ყველამ დაინახა, თუ რა მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრობას, რომელსაც სპორტსმენები გრძნობენ. თავად წევრებმაც აღნიშნეს, თუ როგორ ენერგიას იღებენ ამით და დაღლასაც ვეღარ გრძნობენ. კონკრეტული ტაქტიკა და დაგეგმილი სვლები კი სანიოლს და პროფესიონალებს მივანდოთ – თავად იციან, ვინ არის ფორმაში და ვინ უნდა ითამაშოს.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ესპანეთის ნაკრებს შიში გაუჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებმა შეიძლება ისინი დაამარცხოს და საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს.
„განწყობამ, რომ შეგვეძლო პორტუგალიისთვის მოგვეგო, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცირე შანსი იყო, შედეგი მოიტანა. შესაბამისად, ესპანეთთან შეხვედრისას კიდევ უფრო მეტად უნდა ვუგულშემატკივროთ ნაკრების წევრებს, რადგან დღეს ესპანეთის ნაკრები ამ ჯგუფში უძლიერესი გუნდია. ყველაზე ძლიერ გუნდთან გვიწევს თამაში. დიდი სტიმულია იმის გააზრება, რომ უკვე მთელ მსოფლიოში ფიქრობენ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდიც დავამარცხოთ.  ვნახეთ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ საქართველოს ნაკრებთან. მათ შიში გაუჩნდათ, რომ საქართველომ შეიძლება დაამარცხოს ესპანეთი და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. მთელი ერის გაერთიანებით შესაძლებლად უნდა დავუშვათ, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ასევე იხილეთ