შალვა პაპუაშვილი: შემთხვევით არაფერი მოდის – ფეხბურთში ეს მიღწევა ფედერაციის ძალიან გათვლილი, მიზანდასახული მუშაობის შედეგია
„ვნახეთ, რომ ჩვენმა ბიჭებმა აღაფრთოვანეს არა მხოლოდ ქართველი ქომაგები, არამედ ვნახეთ რა გამოხმაურება ჰქონდა მსოფლიოში მათ. ის, რომ ფეხბურთში ეს შედეგი დაიდო ეს არის ფედერაციის ძალიან გათვლილი, მიზანდასახული მუშაობს შედეგი”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს, მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს, ექიმებს, ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, რომელსაც თავისი მორიდებული ხასიათით, მაგრამ მიზანდასახულად მიჰყავს წინ ჩვენი ფეხბურთი და ამ შედეგამდე მიიყვანა ჩვენი ნაკრები.
შემთხვევით არაფერი მოდის. ის, რომ ფეხბურთში ეს შედეგი დაიდო ეს არის ფედერაციის ძალიან გათვლილი, მიზანდასახული მუშაობს შედეგი. ყოველდღიური ნაბიჯებით მიაღწია ამ შედეგს ჩვენმა ფეხბურთელებმა და არა მხოლოდ ფეხბურთელებმა. ბოლო პერიოდში, სპორტში დიდი მიღწევები გვაქვს და ეს არის შედეგი, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.