top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი ნაკრების ბევრი წევრი და სხვა წარმატებული ქართველები, რომლებიც მათ შორის დიასპორის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ, გვაჩვენებენ რამხელა სიამაყე შეუძლია მოუტანონ ჩვენს ქვეყანას

„ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი ნაკრების ბევრი წევრი და სხვა წარმატებული ქართველები, რომლებიც მათ შორის დიასპორის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ, გვაჩვენებენ, სიხარულის მოტანასთან ერთად, თუ რამხელა სიამაყე შეუძლია მოუტანონ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩვენი პატარა მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც ასეთი სახელგანთქმული ხდება ხოლმე სხვადასხვა სფეროში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ საკმაოდ წარმატებული დიასპორელები გვყავს და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ბექა ოდიშარიას უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა შევეშვათ წუწუნს იმაზე, რომ დიასპორაში, ქვეყნის გარეთ არიან ქართველები. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი განძი, რომელიც ქვეყნის გარეთ არის, რომელიც ჩვენს ქვეყანასაც წარმოადგენს და ქვეყნისთვისაც იღვწის. თანამედროვე სამყაროში ადამიანები მოძრაობენ ქვეყნებს გარეთ, ეს აღარ არის დიდი ტრაგედია. მთავარია, რომ ეს იყოს რეგულირებული პროცესი, ე.წ. ცირკულარული მიგრაცია. ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი ნაკრების ბევრი წევრი და სხვა წარმატებული ქართველები, რომლებიც მათ შორის დიასპორის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ, გვაჩვენებენ, სიხარულის მოტანასთან ერთად, თუ რამხელა სიამაყე შეუძლია მოუტანონ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩვენი პატარა მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც ასეთი სახელგანთქმული ხდება ხოლმე სხვადასხვა სფეროში. დღეს ეს ფეხბურთია, რომელმაც აალაპარაკა მთელი მსოფლიო ჩვენთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ