top_leaderboard

Guardian: ტურნირს Underdog აკლდა და აი, საქართველოც გამოჩნდა

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

„ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ის ნამდვილად კარგი გასართობი გამოდგა. შორეული დარტყმები, ბოლო წამებზე გატანილი გოლები, საოცარი ახალგაზრდა ტალანტები და ლეგიონებად წარმოდგენილი სხვადასხვაფეროვანი გულშემატკივრები. ერთი რამ, რაც ამ ტურნირს აკლდა Underdog-ის ისტორია იყო, გუნდის არსებობა, რომელსაც ნეიტრალური ქომაგები უგულშემატკივრებდნენ და აი, საქართველოც გამოჩნდა.

მათ პირობა შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ კვიპროსს მოუგეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური ერთა ლიგიდან მოიპოვეს, მათ ასევე გაუმართლათ იმაში, რომ F ჯგუფში მოხვდნენ და ბოლო ტურში მხოლოდ საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებული. მათ ზუსტად იცოდნენ რა სჭირდებოდათ მომდევნო ეტაპისთვის და ისეთ გუნდს ეთამაშებოდნენ, რომელსაც 1/8 ფინალი უკვე განაღდებული ჰქონდა“, – წერს „გარდიანი“.

ასევე იხილეთ