top_leaderboard

Planet Football: საქართველო, სად იყავი მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში?

Planet Football-მა ევრო 2024-ის ჯგუფების რეიტინგი გამოაქვეყნა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ.

როგორც Planet Football წერს, 24-გუნდიან სიაში ვილი სანიოლის გუნდი მე-10 პოზიციაზეა.

„საქართველო, სად იყავი მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში? პორტუგალიასთან მატჩში, როგორც იქნა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა თავისი ადრეული გოლი და მეორე ტაიმში ტურნირის ბომბარდირმა, გიორგი მიქაუტაძემ მეორეც გაიტანა.

მათმა ტექნიკამ და სიმამაცემ ქვეყანას ახალი მეგობრების ლეგიონი შესძინა. კვირას საქართველოს ნაკრებს მისთვის წაუგებელი მატჩი აქვს ესპანეთთან“, – წერს Planet Football.

Planet Football-ის რეიტინგი

1. ესპანეთი

2. გერმანია

3. ავსტრია

4. პორტუგალია

5. საფრანგეთი

6. შვეიცარია

7. რუმინეთი

8. თურქეთი

9. იტალია

10. საქართველო

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება – ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ