ნინო წილოსანი: პრემიერის ანგარიშში მოცემულია ყველა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ძალიან კარგად ასახავს ქვეყნის წინსვლას
“პრემიერის ანგარიშში მოცემულია ყველა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, წინგადადგმული ნაბიჯი და მაჩვენებლები, რომლებიც ძალიან კარგად ასახავს ქვეყნის წინსვლას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„განსაკუთრებული აქცენტი ოკუპაციის პრობლემებზე, ასევე კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს“, – აღნიშნა წილოსანმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.