დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა. სწავლების თეორიული ნაწილი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა. მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ.
კურსი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება, წვრთნა და შეფასება NATO-ს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ. დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდა და მას, ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ.
კულმინაციურ სწავლებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი დავით გაგუა და ლიეტუვის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დონატოს რუპშისი დაესწრნენ.