მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა 2024 წლის 27 ივნისისთვის უკვე გადააჭარბა წინა წლის ექსპორტის სრულ მაჩვენებელს

2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოდან 3.7 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა, გასული წლის მოცვის ექსპორტის სრულმა მაჩვენებელმა 3.4 ათას ტონა შეადგინა. 

2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის ღირებულება 22.0 მლნ აშშ დოლარია. 2023  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 2.4 ათასი ტონით (2.9-ჯერ),  ხოლო ღირებულება – 13.8 მლნ აშშ დოლარით (2.7-ჯერ) გაიზარდა. 

ასევე იხილეთ