„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან და სხვა ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს. ამის მაგალითია შესწორება N4, რომლის შეტანას ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში წარმდგენები მე-12 პუნქტის შემდეგომ ითხოვდნენ:

„ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველო სერიოზულ საფრთხეშია დაარღვიოს ევროპის საბჭოს სტატუტის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები (Ets No. 1). ამიტომ, ასამბლეამ შეიძლება განიხილოს პროგრესის ანგარიში ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით მომდევნო მეოთხე სესიაზე. თუკი არ იქნება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, ეს შესაძლოა ითვალისწინებდეს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის დამატებითი ერთობლივი პროცედურის დაწყებას.“ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსების მიერ წარდგენილი შესწორება რეზოლუციის პროექტში ვერ მოხვდა.

ასევე იხილეთ