top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შსს-მ უზრუნველყო სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება, მადლობა ამისთვის ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, იმ პროცესებისთვის, რომლებიც სამინისტრომ ღირსეულად გამოიარა გასული 2-3 თვის განმავლობაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა.

„როგორც მოგეხსენებათ, იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არსებითად, თვისებრივად იმოქმედა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და უზრუნველყო საქართველოში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება. მადლობა ამისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ