top_leaderboard

სოფელ ხვითში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ხვითში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაო პროცეს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მოედანზე მოეწყობა ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და გარეგანათება.

ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობას  სოფლის ახალგაზრდების ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შპს „მშენ+“ ახორციელებს.

ასევე იხილეთ