top_leaderboard

UEFA: ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს ფრანგი არბიტრი განსჯის

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩს ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტექსიე განსჯის. ამის შესახებ ინფორმაცია UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ფრანგ არბიტრს თანამემამულეები სირილ მუნიე და მედი რამუნი დაეხმარებიან, ვიდეორეფერიც ფრანგი – ჟერომ ბრიზარი იქნება.

ლეტექსიეს „ჯვაროსნების“ თამაშზე აქამდე ერთხელ უმსაჯია – 2019 წლის 8 სექტემბერს „დინამო არენაზე“ საქართველოსა და დანიის (0:0) ნაკრებების მატჩის მთავარი მსაჯი იყო.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა. 30 ივნისს ეროვნული გუნდი მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთს დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ