დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენის პრობლემა არაკომპეტენტურობაა

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი მხარდაჭერების წინაშე ვირჯინიაში სიტყვით გამოვიდა.

ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრა დებატებზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ ეს იყო დიდი გამარჯვება „ჯო ბაიდენზე“.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ბაიდენის პრობლემა ასაკი არ არის, რადგან თავად ბევრ ხანდაზმულს იცნობს, რომლებიც კარგ ფორმაში არიან.

მისივე თქმით, ბაიდენის პრობლემა არაკომპეტენტურობაა.

„ეს არჩევნები არის არჩევანი ძალასა და სისუსტეს შორის, კომპეტენციასა და არაკომპეტენტურობას შორის, მშვიდობასა და კეთილდღეობას შორის, ომსა თუ „არა ომს“ შორის“, – ამბობს ტრამპი.

დონალდ ტრამპის თქმით, დებატები არა მხოლოდ ბაიდენის, არამედ რადიკალი მემარცხენეებისა და ყალბი ახალი ამბების მედიის დამარცხებაც იყო.

„სიენენის“ ინფორმაციით, რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის დებატებს უყურებდნენ, მიიჩნევენ, რომ დებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი.

ასევე იხილეთ