top_leaderboard

ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები 12:00 საათზე ჩარტერული რეისით კიოლნში გაემგზავრებიან

ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები 12:00 საათზე ჩარტერული რეისით კიოლნში გაემგზავრებიან. საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები გაყიდულია. ავიარეისზე კი ერთი გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევროა.

ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს, ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად უზრუნველყოფს აეროპორტების გაერთიანება, რეისებს ქართული ავიაკომპანიები შეასრულებენ.

საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული ჩარტერული რეისები განხორციელდება.

ასევე იხილეთ