top_leaderboard

გიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელიას შეუძლია მოიგოს ოქროს ბურთი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოა მსოფლიოში.

„ესპანელ ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, როგორც რიგითი ქართველი, კვარაცხელიას ვგულშემატკივრობ. კვარა საუკეთესოა მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია მოიგოს ოქროს ბურთი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელებს პატივს არ ვცემ, ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, მაგრამ მე კვარას გულშემატკივარი ვარ, როგორც რიგითი ქართველი“, – აცხადებს მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება – ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ