გიორგი აბაშიშვილი ფონდი „ქართუს“ ჯილდოზე: უეფასგან მონაწილეობის თანხის გარდა ეს 30 მილიონი ლარი უფრო მეტი პრიზია, ვიდრე ყველა მოგებით ნახევარფინალში გასული ნაკრები უეფასგან ფინანსურად მიიღებს

„ფონდი „ქართუსგან“ 30 მილიონი ლარი გამოეყო საქართველოს ნაკრებს, ქართულ მედიაზე არაფერს ვიტყვი, თუმცა, არაერთი ცნობილი საერთაშორისო გამოცემა პოზიტიურად წერს ამ მხარდაჭერის შესახებ და ამაში რა არის ცუდი? (სტატისტიკის მოყვარულთათვის: უეფასგან მონაწილეობის თანხის გარდა ეს 30 მილიონი ლარი უფრო მეტი პრიზია ვიდრე ყველა მოგებით ნახევარფინალში გასული ნაკრები უეფასგან ფინანსურად მიიღებს), – წერს „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი ლუკა ლოჩოშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ.

მისი თქმით, ფეხბურთელებისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაშისათვის ქვეყნის სახელი პირველია, თუმცა ფული ასევე აუცილებელი ინტერესია განვითარებისათვის.

„ლუკა ლოჩოშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ანუ როცა პოზიტივში ნეგატივს ეძებ და პირველ ცდაზე (გვარზე) მწარედ დამარცხდი:

მხოლოდ ფაქტები:

აინტერესებთ თუ არა ფეხბურთელებს ფული? კი და ძალიან! და ეს სწორი და აუცილებელი ინტერესია განვითარებისთვის!

სად თამაშობს თანამედროვეობის ორი ფენომენი?

კრიშტიანუ რონალდუ – საუდის არაბეთი.

მესი – აშშ.

ცხადია, ორივე გენიოსი ევროპაშიც „იშოვიდა“ გუნდს და რატომ აშშ და საუდის არაბეთი? – პასუხი ვიცით.

გადამწყვეტია თუ არა ფული ეროვნულ ნაკრებში თამაშისათვის მესისათვის, რონალდუსთვის, ლუკა ლოჩოშვილისთვის და ა.შ.? არა! ქვეყნის სახელი პირველია! (მაგალითისათვის, იხილეთ ხვიჩას კომენტარი პორტუგალიასთან მოგების და სკუდეტოს მოგების შესახებ)

აქვე: უეფასაგან საპრიზო ფონდი ევრო 2024-თვის შეადგენს 331 მილიონ ევროს და ის მთლიანად ნაკრებებზე ნაწილდება, მონაწილეობის 9.25 მილიონი თითოეულ მონაწილე ნაკრებს გარანტირებული აქვს, საქართველოს უკვე ამ თანხას პლუს 1.5 მილიონი ევრო აქვს ჩეხეთთან ფრის და პორტუგალიასთან მოგებისათვის. რა არის ამაში ცუდი? ერთადერთი რამ: მგონია, რომ ცოტაა ჩვენნაირი ქვეყნებისათვის.

„ფონდი ქართუსგან“ 30 მილიონი ლარი გამოეყო საქართველოს ნაკრებს, ქართულ მედიაზე არაფერს ვიტყვი, თუმცა, არაერთი ცნობილი საერთაშორისო გამოცემა პოზიტიურად წერს ამ მხარდაჭერის შესახებ და ამაში რა არის ცუდი? (სტატისტიკის მოყვარულთათვის: უეფასგან მონაწილეობის თანხის გარდა ეს 30 მილიონი ლარი უფრო მეტი პრიზია, ვიდრე ყველა მოგებით ნახევარფინალში გასული ნაკრები უეფასგან ფინანსურად მიიღებს)

პროფესიული დისკუსიისათვის ფეხბურთისა და ფინანსების შესახებ რეკომენდირებულია გავეცნოთ მინიმუმ: https://www.transfermarkt.com/

#ვაცალოთთამაშიბიჭებს

საქართველო, ყველაფერი გამოვა“, – წერს გიორგი აბაშიშვილი.

ასევე იხილეთ