top_leaderboard

დავით მათიკაშვილი: საქართველო ყველანაირად არის იმ მწყობრში, რაც ესადაგება ქვეყნის სურვილს გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი

“ურთიერთობა ნატოს მიმართულებით საქართველოს არათუ შეუფერხებია, ყველანაირად არის იმ მწყობრში, რა მწყობრიც ესადაგება ქვეყნის სურვილს გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ნატოს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ რომ განვმეორდეთ, თქვენ გახსოვთ, როდესაც ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა, მალევე მოხდა მისი ვიზიტი და შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. ეს ურთიერთობა ნატოს მიმართულებით საქართველოს არათუ შეუფერხებია, ყველანაირად არის იმ მწყობრში, რა მწყობრიც ესადაგება ქვეყნის სურვილს გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

კიდევ ერთხელ საზოგადოებას რომ შევახსენოთ, ყველა ის მისია, რომელიც ნატომ და შეერთებულმა შტატებმა აწარმოეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუ მეტი არა ტერორიზმისა და მსოფლიო მასობრივი საფრთხეების წინააღმდეგ, მოდით, ასე დავარქვათ, ყველა ასეთ მისიაში საქართველომ თავისი დიდი წვლილი გაიღო. პირველი კონტრიბუტორი იყო არა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის და სიცოცხლე დადეს იქ ჩვენმა გმირმა ბიჭებმა იმ იდეალებისთვის, რომელსაც ემსახურება ეს გაერთიანება. როგორ შეიძლება, საქართველოს არ უნდოდეს ნატოსკენ, მაგრამ ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, დიდხანს ღია კარში დგომა, როგორც ბატონმა შევარდნაძემ ბრძანა, ნამდვილად არ არგებს და თუ რაღაც გადაწყვეტილებებია მისაღები, რაც დროულად იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული, შემდეგ მით ბევრი რამის პრევენცია შეიძლება, თორემ ჩვენ ჩვენი სურვილები ნატოსკენ, გვაქვს გაცხადებული.

ვინ წავა, როგორ წავა, ამას გადაწყვეტს ხელისუფლება, გადაწყვეტს ქვეყნის მთავრობა და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ჩვენს პარტნიორებთან შედგება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ