top_leaderboard

გია ცეცაძე: ევროპის ჩემპიონატზე დარჩენის რეალური შანსი არის, მაგრამ იქნება ურთულესი, ვინაიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებით

“ევროპის ჩემპიონატზე დარჩენის რეალური შანსი არის, მაგრამ იქნება ურთულესი, ვინაიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებით”, – ამის შესახებ მწვრთნელმა გია ცეცაძემ „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, გილოცავთ თქვენ, სრულიად საქართველოს ამ უდიდეს წარმატებას. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა ევროპის ჩემპიონატზე დიდხანს დავრჩეთ, არის ამის რეალური შანსი. არ არის ისე, ვთქვათ, რომ გამორიცხულია, მაგრამ იქნება ურთულესი, ვინაიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც არის აწყობილი, ერთგვარი მანქანა, საფეხბურთო კომპონენტებში, ყველაფერში თითქმის, 100 პროცენტით ძლიერები არიან. არა მხოლოდ საქართველოს ნაკრებს, არ არსებობს მსოფლიოში ნაკრები, რომელიც დაგეგმავს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ აუცილებლად გამარჯვებას. ურთულესი იქნება, მაგრამ ის გზა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გაიარა დაწყებიდან, ჩამოყალიბების დღიდან თავისი მიდგომებით, სწორი მიმართულებებით, გვაძლევს იმის იმედს, ბოლო თამაში განსაკუთრებით, ხვალ ისე განეწყოს ჩვენი გუნდი და მოემზადოს, რომ გამორიცხული არაფერია.

პროცენტულობაზე საუბარი არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ არ არის ისე, რომ იყოს გასვლის ერთი პროცენტი და 99 არ გასვლის. ასე ნამდვილად არ არის. ფეხბურთი იმიტომაც არის ყველაზე გამორჩეული სპორტი, ალბათ, მსოფლიოში, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. წინასწარ ვერ გათვლი, მით უმეტეს მაგ დონეზე“, – აღნიშნა გია ცეცაძემ.

ასევე იხილეთ