top_leaderboard

ბელგრადში ისრაელის საელჩოზე თავდასხმასთან კავშირში მყოფი ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია

ბელგრადში, ისრაელის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დაკავებულია. ამის შესახებ სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ივიცა დაჩიჩის თქმით, დაკავებული პირი ადრე ნასამართლევი იყო.

„არსებობს ეჭვი, რომ ის პირდაპირ იღებდა მონაწილეობას ამ ტერორისტული მოქმედების ლოგისტიკურ საკითხებსა და ორგანიზებაში“, – თქვა დაჩიჩმა.

ცნობისთვის, ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საპასუხოდ, სამართალდამცველმა მას ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელი კისრის არეში დაიჭრა, თავდამსხმელი კი დაიღუპა.

ასევე იხილეთ