იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან, აქცია გაიმართა
იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან, აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეები მთავრობის შეცვლასა და მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.
“ჩვენ მათ არ მივატოვებთ”, – სკანდირებენ დემონსტრანტები.
როგორც ცნობილია, აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.