დავით მათიკაშვილი: ამ საერთო გამარჯვების ფონზე, განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა “ნაცმოძრაობის” ანტიქართული ხასიათი
“ამ საერთო გამარჯვების, ქვეყნის სიხარულის ფონზე, განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ ანტიქართული ხასიათი, როდესაც ევროპის შუაგულში ისინი საკუთარი ქვეყნის ევროპული ოჯახიდან ამორიცხვას ითხოვდნენ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, სრულიად საქართველო გახდა მოწმე იმ ღალატის, რომელსაც ამ საქმეში გაწაფული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ჩადიოდა, მაგრამ ამ საერთო გამარჯვების ქვეყნის სიხარულის ფონზე, განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე, მათი ანტიქართული ხასიათი, როდესაც ევროპის შუაგულში ისინი საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, ევროპული ოჯახიდან ამორიცხვას ითხოვდნენ და კოლეგებს პირადი სანქციებით ემუქრებოდნენ. ეს მიდგომით კიდევ უფრო გამოიკვეთება ის თუ საბოლოო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა ვის არ უნდა მისცეს ხმა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა მათი ინიციატივა ჩავარდა.