საფრანგეთი პარლამენტს ირჩევს
საფრანგეთი პარლამენტს ირჩევს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ორ ტურად იმართება. პირველი ტური დღეს, მეორე კი 7 ივლისს ჩატარდება.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა მაკრონმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მიიღო, რომელშიც მმართველმა გუნდმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ცენტრისტულმა კოალიციამ ხმების 15%-ზე ნაკლები მიიღო, მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ კი 30%-ზე მეტი.