top_leaderboard

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან და გამყოფი ხაზის პირა სოფელ გორაკაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების პროცესშია

“კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან და გამყოფი ხაზის პირა სოფელ გორაკაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების პროცესშია”, – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“გზის მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლებთან ერთად, გაეცნო.
პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

1 795 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციას, რომელზეც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა, შპს „იბოლია“ ახორციელებს. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას და ადმინისტრაციულ ერთეულთან უპრობლემოდ დაკავშირებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ