ლევან გვანცელაძე: ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში შესაძლებელია – ეს პროცესები ევროპის ჩემპიონატზე არ დაწყებულა, ამას წინ მრავალწლიანი შრომა უძღოდა
“გუნდი პროგრესირებს. შესაძლებელია ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში”, – ამის შესახებ დინამო თბილისის აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ განაცხადა.
“ეს პროცესები ევროპის ჩემპიონატზე არ დაწყებულა. ამას წინ უძღოდა მრავალწლიანი შრომა. ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ შრომატევად სამუშაოს ხაზი მინდა გავუსვა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრესი პირველ ერთა ლიგაზე ჩატარებული თამაშებიდან მომდინარეობს. საქართველოს ნაკრების წარმატებაში, რა თქმა უნდა, დინამოს აკადემიის წვლილი არის საკმაოდ დიდი, რადგან ნაკრების 70%-ს შეადგენენ დინამოს აკადემიის მიერ აღზრდილი ფეხბურთელები”, – აღნიშნა გვანცელაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.