ნორვეგიის კულტურის მინისტრმა პრაიდის ღონისძიებაზე მკერდი მოიშიშვლა
ოსლოში სოლტში გამართული Skeiv Preik ღონისძიების დროს, ნორვეგიის კულტურის მინისტრმა მკერდი მოიშიშვლა. ლუბნა ჯაფერი ღონისძიებაზე წლის fag hag-ად დასახელდა. ეს ტერმინი აღნიშნავს ქალს, რომელსაც გეი მამაკაცებთან ურთიერთობა მოსწონს.
სცენაზე ასულმა კულტურისა და თანასწორობის მინისტრმა მადლობის ნიშნად საზოგადოების წინაშე მკერდი მოიშიშვლა.
„მადლობელი ვარ რომ დავსახელდი, როგორც წლის fag hag-ი. ეს დიდი პატივია“, – აღნიშნა მინისტრმა.