top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია

“ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!!”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მატჩს ეხმაურება, რომელიც დღეს კიოლნში გაიმართება და აღნიშნავს, რომ საქართველო დღესაც მოსაგებად მიდის.

„ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!!!“, – წერს იგი.

ასევე იხილეთ