top_leaderboard

ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ-ის პოზიცია, უკრაინის ნატოში არ მიწვევასთან დაკავშირებით, მსოფლიო ლიდერების პოლიტიკისთვის შეუსაბამოა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პოზიცია, უკრაინის ნატოში არ მიწვევასთან დაკავშირებით, მსოფლიო ლიდერების პოლიტიკისთვის შეუსაბამოა. ამის შესახებ ზელენსკიმ The Philadelphia Inquirer-ის მიმომხილველ ტრუდი რუბინთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ამჟამინდელი თეთრი სახლი არ არის მზად უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს და დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ არა ნატო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, შესაძლოა, არ დაწყებულიყო.

„მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკა: „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“. არ ვთვლი, რომ ეს არის მსოფლიო ლიდერების პოლიტიკა. ეს ფრთხილი ნაბიჯებია. ეს არის დანაღმულ ველზე გამნამღმნელების ნაბიჯები და თუ დღეს ნატოში არ გვიწვევენ, ვითხოვთ კონკრეტიკას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა თავის დასაცავად Patriot-ებს, F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებსა და იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ითხოვს.

„ვითხოვთ Patriot-ს, ვითხოვთ საკმარის F-16-ებს, ვითხოვთ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას საკუთარი თავის დასაცავად. თუ ნატო ჯერ კიდევ არ არის მზად ჩვენი დასაცავად და თავის ალიანსში შესაყვანად, მაშინ გთხოვთ, მოგცეთ ყველაფერი, რათა ჩვენ დავიცვათ თავი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ