იოანე ხეცურიანი: ჩვენ უკვე ამ ტურნირის გამარჯვებული ვართ
„ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ინარჩუნებს თავმდაბლობას, მაქსიმალურად კიდევ ფიქრობს წინსვლაზე, მაგრამ მე ყველას გეტყვით, რომ ჩვენ უკვე ამ ტურნირის გამარჯვებული ვართ”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ განუცხადა ბორჯომის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა იოანე ხეცურიანმა, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გერმანიაში იმყოფება.
მისივე თქმით, საქართველოს ნაკრები ყველამ დაასახელა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენად.
„ღმერთს ვთხოვ, რომ აი, ამ ხალხს კიდევ ბევრი სიხარული და ერთიანობა მისცეს ამ დიდმა ტურნირმა და ჩვენი ბიჭების ვაჟკაცობამ“, – აღნიშნა მან.