ქოლინგ რაგი: ტორონტოს პრაიდის შეკრება აღვირახსნილ პარადში გადაიქცა მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა ღონისძიების აღნიშვნა ტანსაცმლის გახდით გადაწყვიტეს
„ტორონტოს პრაიდის შეკრება აღვირახსნილ პარადში გადაიქცა, მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა ღონისძიების აღნიშვნა ტანსაცმლის გახდით გადაწყვიტეს”, – ამის შესახებ Trending politics-ის დამფუძნებელი ქოლინ რაგი საკუთარ x გვერდზე წერს და ღონისძიების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
ოჯახები და ბავშვები წაახალისეს, რომ შაბათ- კვირას “პრაიდი” აღენიშნათ ტორონტოში, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის – “ოჯახის პრაიდზე”.
„ოჯახის პრაიდი” არის მხიარული ღონისძიება, რომელიც იმართება Church street school-ის ტერიტორიაზე. აქ ოჯახებს შეუძლიათ, ისიამოვნონ ზღაპრული შოუთი, სახის მოხატვით, ზღაპრების თხრობით და ა.შ “- განაცხადეს ოჯახის პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორებმა.
როგორც ქოლინ რაგი წერს, აღნიშნულ საორგანიზაციო ჯგუფს მოუწია მოზრდილებისთვის შეხსენება, რომ ისინი დაიშვებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჰყავდათ შვილები.
„გაითვალისწინეთ, მოზრდილები აღნიშნულ სივრცეში დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თან ახლავთ ბავშვი/ბავშვები 0-დან 12 წლამდე”, – წერს ქოლინ რაგი.