ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიო რაც მალე დაგვეხმარება, უფრო ახლოს იქნება მშვიდობა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა განაგრძობს კომუნიკაციას პარტნიორებთან, რათა მიაღწიონ ქალაქების დასაცავად საჭირო თამამ გადაწყვეტილებებს.
ამასთან, ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო აეროდრომებზე დარტყმის აუცილებლობაზე.
„მსოფლიო რაც მალე დაგვეხმარება რუსულ სამხედრო ავიაციასთან გამკლავებაში, რაც უფრო სწრაფად შევძლებთ დარტყმას – სხვათა შორის, საკმაოდ სამართლიანად – რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე, მით უფრო ახლოს იქნება მშვიდობა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებთან კომუნიკაცია მომავალი კვირების განმავლობაში გაგრძელდება, რათა საჭირო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.