top_leaderboard

ხვიჩა კვარაცხელია: დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ასე ერთიანად და გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ

„დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ასე ერთიანად და გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. მართლა არ ველოდით, ამდენი ხალხი რომ მოვიდოდა, ალბათ, ბევრს არ ეგონა, რომ ჯგუფიდან გავიდოდით. ამდენი ხალხი მოვიდა, გვამხნევებდნენ და ძალიან დიდი მადლობა მათ. ასე ერთიანად და გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ. მადლობა თითოეულ მათგანს, მათ, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდნენ“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

ასევე იხილეთ