საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს.
მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს და ფეხბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს აჩუქეს საინტერესო თამაშები.
დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის.
წინ ბევრი გამარჯვება გველოდება!
საქართველო, არ გაჩერდე! “, – წერს კახა კალაძე.