top_leaderboard

გიორგი მიქაუტაძე: ესპანეთი სხვა „ლეველი“ იყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გაგვეხარებინა საქართველო და იმედია გავახარეთ

„კარგია, რაც გავაკეთეთ აქ და ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთი-საქართველოს მატჩის შემდგომ განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა. ვიცი, საქართველოშიც სულ ყველა ჩვენ უკან იდგა, მადლობა ყველას ამისთვის. ჩვენ მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გაგვეხარებინა საქართველო და იმედია, რომ გავახარეთ. ესპანეთი სხვა „ლეველი“ იყო, მაგრამ კარგია, რაც გავაკეთეთ აქ და ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ. ძალიან კარგი მინდორი არ იყო, წინა უკეთესი იყო აქ, 3-4 ფეხბურთელი გაცურდა, მაგრამ ასეა და უნდა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

 

ასევე იხილეთ