კობა კობალაძე ბათუმში სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ქ.ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, დღეის მოცემულობით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კობა კობალაძემ მესაზღვრეებს აღუთქვა, რომ მათთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობებს განიხილავს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.