top_leaderboard

„MARCA“: დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, მამარდაშვილმა კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და 9 ბურთი მოიგერია

ესპანური გამოცემა „MARCA“ ტურნირზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ დებიუტზე წერს.

„ესპანეთმა საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ანგარიშით 4:1 დაამარცხა, რითაც დაასრულა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმატებული გამოსვლა. დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, მამარდაშვილმა კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და 9 ბურთი მოიგერია. საქართველოსთან გაუშვა ესპანეთის ნაკრებმა პირველი გოლიც. აქამდე ესპანეთი კარს მშრალად ინახავდა“, – წერს „MARCA“.

ასევე იხილეთ