top_leaderboard

BBC: გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა

„გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა“, – ამის შესახებ ნათქვამია „ბიბისის“ სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ფეხბურთელები ესპანეთის უკანა ხაზში კონტრშეტევებზე შედიოდნენ უშიშრად და ყველგან რისკავდნენ.

„ბიბისი“ წერს, რომ ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა და ჯგუფურ ფინალურ თამაშში ათი ცვლილების შეტანა შეეძლო.

„თუმცა მათი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩნენ იმით, რაც ნახეს. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები საფინალო სასტვენის შემდეგ საკუთარ ადგილებზე დარჩნენ და დიდხანს უკრავდნენ ტაშს თავიანთ ფეხბურთელებს“, – წერია სტატიაში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, გულშემატკივრებმა დაუვიწყარი მოგონებები მიიღეს, როდესაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა ბოლო ჯგუფურ მატჩში.

ასევე იხილეთ